სენაკში “ხელოვნების საზაფხულო სკოლა – არტ აუდიტორია 2025’’ გაიხსნა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით და მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, პროექტი – „ხელოვნების საზაფხულო სკოლა – არტ აუდიტორია 2025’’ გაიხსნა.

პროექტის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას სენაკის მერის მოადგილე ნანა ზარანდია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან ერთად დაესწრო.

საზაფხულო სკოლა მეხუთე წელია ფუნქციონირებს და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, 10 დღის განმავლობაში, შემეცნებით, პრაქტიკული ხელოვნებისა და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩაერთონ.

პროექტი სამ ეტაპად ხორციელდება და მისი მიზანი მოზარდებში სახელოვნებო დარგების პოპულარიზაცია, ლოგიკური აზროვნების, საკომუნიკაციო, ინტელექტუალური, ფიზიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობაა.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს