- დღეს, 20:00 საათზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და სენაკის მერიის მხარდაჭერით, ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყობა ფოტოზონები, თემატური დეკორაციები, გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მუნიციპალური ქორეოგრაფიული ანსამბლი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი და ჯგუფი ,,რერო” მიიღებენ.

