- 7 ივლისს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა და სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

