- სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის “სენაკური დღეები” დასრულდა.
ფესტივალის ფინალურ დღე სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის სპექტაკლით – “სტუმარ-მასპინძელით” და ცნობილი თეატრმცოდნის, ლაშა ჩხარტიშვილის ლექცია – ,,ძველი ქართული თეატრით’’ დასრულდა.
ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტისა და ფოთის მერიების მხარდაჭერით უკვე მეთორმეტედ იმართება და წლევანდელი სეზონი 25 ივლისს ფოთში დაიხურება.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

