კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვია

  • კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მინისტრმა და სახელმწიფო რწმუნებულმა თეატრში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესების შესახებ ინფორმაცია დაწესებულების დირექტორისგან, ვახტანგ ნიკოლავასგან მოისმინეს.

მინისტრთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, თეატრში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი ხახუბია და გიორგი გუგუჩია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ჩირგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.