სენაკში სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა გაიხსნა

  • სენაკში სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა.

ფესტივალი, რომელიც უკვე მესამე წელია ტარდება, წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ეძღვნება.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს ფესტივალში სენაკის, ჩოხატაურის, ხობისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების 12 სასკოლო და ახალგაზრდული თეატრალური დასი მონაწილეობს, რომლებიც მაყურებელს ძირითადად ქართული აგიოგრაფიული მწერლობის მოტივებზე დადგმულ სპექტაკლებს წარუდგენენ.