სენაკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

  • სენაკში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.

ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში, იმართება კულტურული, სპორტული, საბავშვო და გასართობ-შემეცნებითი საზეიმო ღონისძიებები.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 108 წლისთავისადმი მიძღვნილი აქტივობები, განახლებულ ცენტრალურ მოედანზე, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო.

სპეციალურად მოწყობილ სივრცეებს, მოქალაქეებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ადგილზე იმყოფებიან: სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ ტყებუჩავა, მერის მოადგილები – ბადრი ქუთელია, ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ლევან უჩანეიშვილი და მანანა გვიჩია.

საზეიმო პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიება კულმინაციას 17:10 საათზე მიაღწევს, როდესაც ქვეყნის მასშტაბით საზეიმოდ აჟღერდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს, 20:00 საათზე, გიგა პაპასკირისა და ჯგუფის ,,ქართული ბენდი” კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს.