სენაკში “ქუჩის მუსიკოსების’’ კონცერტი გაიმართება

  • 4 მაისს, 19:900 საათზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში, ,,ქუჩის მუსიკოსების’’ კონცერტი – ,,ქუჩის მუსიკოსები და მეგობრები” გაიმართება.

პოპულარული კომპოზიციებით, იუმორისტული ნომრებით, თქვენს წინაშე წარდგებიან ჯგუფ ,,ქუჩის მუსიკოსებისა’’ და ,,იუმორინას’’ საყოველთაოდ ცნობილი სახეები: გია ბაღაშვილი, ხვიჩა მაღლაკელიძე, გია დავითიანი, ნინაკა გელაშვილი, მერაბ სამყურაშვილი, გიორგი ღაღაშვილი, გუჯა მარდალეიშვილი და ბესო ვერულაშვილი.