გიორგი ჩხიკვაძე, ბერძნულ რომაული სტილით ჭიდაობაში, საფრანგეთის გრან-პრის ჩემპიონია

  • სენაკელი ფალავანი, გიორგი ჩხიკვაძე, ბერძნულ რომაული სტილით ჭიდაობაში, საფრანგეთის გრან-პრის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.

ინფორმაციისთვის: გიორგი ჩხიკვაძე გახლავთ საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, ჭაბუკებს შორის ორგზის ევროპის პრიზიორი, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი, ევროპის ორგზის პრიზიორი, ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენისა და 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულების მფლობელი.