- სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში გუშინ სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას ახალი ხიდის აწყობა უკვე დაიწყო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელისუფლების სწრაფი რეაგირების შედეგად, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჩართულობით, დროებითი ხიდის კონსტრუქციის აწყობა მინდონარეობს.
პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, სენაკის მერთან ერთად გაეცნო. ახალი ხიდის აწყობა ოთხ დღეში დასრულდება.
სტიქიის შედეგად გარესამყაროს სოფელ ლეძაძამეს კვაუთის უბანში მცხოვრები 76 ოჯახი მოწყდა. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ასევე უახლოეს პერიოდში მოხდება სტიქიის შედეგად წალენჯიხის სოფელ ფახულანში დაზინებული ხიდის აღდგენა.