მერია: სენაკში სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია

  • სენაკის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია.

ქალაქად და სოფლად, დარჩენილი ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სტიქიის შემდეგ ობიექტებზე გაეცნო:

შონიას ქუჩაზე – დემურიას ქუჩიდან მდინარე ტეხურამდე, სანიაღვრე არხის რკინა-ბეტონის ჯებირების აღდგენა- რეკონსტრუქცია, თავისი შენაკადებით – ღირებულებით 471 277 ლარი;

ღელე ფიცუ 2-ის დაზიანებული სანიაღვრე რკინა-ბეტონის ჯებირების აღდგენა-რეკონსტრუქცია – ჩხეტიას ქუჩიდან რკინიგზამდე, თავისი შენაკადებით – 582 076 ლარი;

სილოვან შამათავას ქუჩაზე – სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია – 121 639 ლარი.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პარალელურად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგზაო-სარეაბილიტაციო, ხიდ-ბოგირების მოწყობა-რეკონსტრუქციისა და აღდგენის სამუშაოები, ასევე სპორტული ინსფრასტრუქტურული პროექტები და კეთილმოწყობის სამუშაოები – სხვადასხვა მიმართულებით.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

+9