სენაკისა და ფოთის თეატრებმა ერთობლივი სპექტაკლი – „მეფე ლირი თავშესაფარში“ – წარმოადგინეს

  • სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და სენაკის თეატრის ერთობლივი სპექტაკლის “მეფე ლირი თავშესაფარში“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპექტაკლში მონაწილეობენ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები: მარიკა ბუკია, ლადო კოკაია, გუკა დვალიშვილი, გიორგი მურუსიძე, ანრი ბიბინეიშვილი, ნიარა ჭიჭინაძე, ჩიტო პატარაძე, ლილი ბოდაველი, ზურა დონდოლაძე, ნოდარ ბჟალავა, რამინ კილასონია, თამუნა აბშილავა-კობახიძე და თენგიზ თოფურიძე;