სენაკის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

  • სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 19 და 20 იანვარს წარმოადგენს სპექტაკლს “ჩიპოლინოს თავგადასავალი”.

“თეატრის თითოეული თანამშრომელი ჩართულია სპექტაკლის“ ჩიპოლინოს თავგადასავალი” გრანდიოზულ წარმოებაში!

სულმოუთქმენლად ველოდებით ჩვენ პატარა მაყურებელს, რომ ვიხილოთ მათი გაოცებული სახეები და გახარებული გულები! მათი სიხარული სენაკის თეატრისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება.”-აღნიშნულია სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.