სენაკის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

  • დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახლადარჩეული საკრებულოს სხდომა სენაკის №64-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ცოტნე შუშანიამ გახსნა.

სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი, სევდია უგრეხელიძე უძღვებოდა. სხდომაზე ცნობილ იქნა ახლადარჩეული საკრებულოს წევრთა უფლებამოსილება, ამით უფლებამოსილება შეუწყდა წინა მოწვევის საკრებულოს.

მუნიციპალიტეტის 33 წევრიან საკრებულოში ,,ქართულ ოცნებას’’ – 16, ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას’’ – 13, ,,გახარია – საქართველოსთვის“ – 4 წევრი ჰყავს.

სხდომა ერთი კვირით გადაიდო და ის პარასკევს, 10 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.