სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეას, ლადო გუდიაშვილის ტილო დაუბრუნდა

  • მხატვრის საერთაშორისო დღეს, სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეას, მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, 30 წლის შემდეგ, მე-20 საუკუნის ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის ტილო – “ზეიმი ქართლში“ დაუბრუნდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სახვითი ხელოვნების გალერეაში გამართულ ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან ერთად დაესწრო.

სენაკის საპატიო მოქალაქემ, ლერი კართხიამ მხატვრის საერთაშორისო დღის მნიშვნელობასა და ლადო გუდიაშვილის ტილოს შექმნის ისტორიაზე ისაუბრა.

საღამოს უძღვებოდა მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მოსწავლე, თამარ როდონაია.

საღამოს აკომპანირებას უწევდნენ მუსიკოსი, სალომე ბერიშვილი და მოწვეული მევიოლინე, მარიეტა ჩუბინიძე.

🔸გალერეის საგამოფენო სივრცეში ასევე გამოფენილი იყო სენაკელი მხატვრების ნამუშევრები.