სენაკს ორი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე შეემატა

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული მასშტაბური პროგრამის “განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტს ორი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე შეემატა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ცენტრალური პარკი მოეწყო რუსთაველის ქუჩაზე, ცენტრალური სკვერი – ჭავჭავაძის ქუჩაზე.

პარკი გათვლილია ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

მოწყობილია სხვადასხვა სივრცეები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, საბავშვო და სპორტული მოედნები, ატრაქციონები; განახლდა საფეხმავლო ბილიკი;

განხორციელდა მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის ისტორიული შენობის, პარკის მიმდებარედ არსებული კორპუსების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაციის პროცესი, გამწვანების სამუშაოები.