- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში, გრძელდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების მოწყობისა და აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
“დასრულებულ პროექტებს, ლეძაძამესა და ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები გაეცნენ.
ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულს, ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ შერჩეული პროექტების განსახორციელებლად 64 000 ლარი გამოეყო:
დასრულებულია ლეძაძამეს ცენტრში სკვერის მოწყობის სამუშაოები;
სკვერი ასევე მოეწყო სოფელ ბეთლემში.
ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულისთვის გამოყოფილი 32 000 ლარის ფარგლებში, შემდეგი პროექტები შესრულდა:
სოფელ მუხურის ცენტრში კეთილმოეწყო სკვერი;
სოფელ მუხურში, საბავშვო ბაღის ეზოში, დამონტაჟდა ატრაქციონი.”-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.