სენაკში სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური, საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსა და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

ინფორმაციისთვის: უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა სენაკის მუნიციპალიტეტში. ძლიერი წვიმებისგან წარმოქმილმა წყალდიდობამ მოსახლეობა დააზარალა, დააზიანა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა. დაიტბორა ქუჩები, წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე, ასევე დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები. სტიქიით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში, ჩართულია ყველა მუნიციპალური სამსახური, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი.

ძლიერი წვიმის შედეგად დაირეცხა ადმინისტრაციული ერთეულების შიდა გზები და დაზიანდა ხიდები. სტიქიის სალიკვიდაციოდ, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.

ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელმაც შესაბამისი ღონისძიებების გატარება დილიდან დაიწყო.