ძველი სენაკის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა

  • სოფელ ძველი სენაკის საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის ღირებულება მილიონ სამასი ათასი ლარია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის, ფუნქციონირებს ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები.

შენობას განახლებულ სასწავლო სივრცეებთან ერთად აქვს ექიმის კაბინეტი, სააქტო და სპორტული დარბაზები, სასადილო, კომპიუტერული ოთახი და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები.

სამსართულიანი შენობა აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით.