ბორნისკენ მისასვლელი, სამ კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო

  • სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბორნისკენ მისასვლელი, სამ კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წლების მანძილზე, გზის სავალ ნაწილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა.

ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქვალონი-ზემო ჭალადიდის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობას, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, გიორგი გუგუჩია, რწმუნებულის მოადგილე, დავით კუხალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი, დავით გვიშიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია გაეცნენ.

გზის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებამ 1 075 741 ლარი შეადგინა.