გაიმართა მორიგი აგროტური

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის ორგანიზებით, პროექტის „აგროტური – ფერმერებისა და ტერიტორიული ორგანოების სპეციალისტებისთვის“ ფარგლებში, ქალაქ თბილისში მორიგი აგროტური მოეწყო.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აგროტურის ფარგლებში, ფერმერი და მეწარმე ქალბატონები საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნინო ზამბახიძეს შეხვდნენ. მათ ერთმანეთს დაგროვილი გამოცდილებები გაუზიარეს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

პროექტი – „აგროტური ფერმერებისა და ტერიტორიული ორგანოების სპეციალისტებისთვის, 2015 წლიდან, მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სოფლის მეურნეობის სპეციალისტის მიერ არის ორგანიზებული და მისი ძირითადი მისია სოფლის მეურნეობის დარგში დაგროვილი გამოცდილებების ურთიერთგაზიარება, ურთიერთთანამშრომლობა, ერთობლივი სამომავლო პროექტების დასახვა და განხორციელებაა.