საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3 534 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 595 926 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 563 926 გამოჯანმრთელდა, 8 575 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 655 040 აცრა, დღიურად აცრილია 7 720.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა – 68, იმერეთი – 102, ქვემო ქართლი – 40, შიდა ქართლი – 20, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.