სენაკის ბაგა-ბაღებში “შემოდგომის ზეიმის“ კვირეული მიმდინარეობს

  • სენაკის მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღებში “შემოდგომის ზეიმის“ კვირეული მიმდინარეობს.

აქტივობებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი, ალექსანდრე ჯანჯღავა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სკოლამდელი სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, შემოდგომის ნობათით მორთულ ეზოში სანახაობრივად შთამბეჭდავი და სახალისო გარემო შექმნეს.

ტრადიციული კვირეული მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო და ბაგა-ბაღში გაიმართა.