სენაკის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

  • სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყირში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივები მას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.