სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ლევან უჩანეიშვილი აირჩიეს

  • სენაკის მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ფარული კენჭისყრის შედეგად, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილედ არჩეულ იქნა ლევან უჩანეიშვილი.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად: ზაზა ნაჭყებია და ელისო ცაგურია.

სხდომაზე ასევე არჩეული იქნა საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები:

სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ – ირაკლი კალანდარიშვილი;
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ – ბადრი კალანდარიშვილი;

სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ – გიგა წურწუმია;

ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარედ – ბადრი ხურცია;

სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ინგა ქარდავა.

სხდომა, რეგისტრაციის გავლამდე, დატოვეს ფრაქციების – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ,,სენაკის-საქართველოსთვის“ წევრებმა.