სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ საბა ოდიშარია აირჩიეს

  • სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ წევრი საბა ოდიშარია გახდა, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო.

საკრებულოს დღევანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს “ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა.

დღესვე აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, კომიტეტებს და კომისიის წევრებს.