სენაკში მთის კალთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკში, მთის კალთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ქუჩაზე იგება ასფალტო-ბეტონის საფარი.

უწყებიც ცნობით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 197 000 ლარს შეადგენს და შპს ,,დინ გრუპი” ახორციელებს.

პროექტის მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუიჩია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო