8 ივნისს, 10:30 საათიდან, შეუერთდი სისხლის უანგარო დონაციის აქციას

  • 8 ივნისს, 10:30 საათიდან, შეუერთდი სისხლის უანგარო დონაციის აქციას.

ნებისმიერ მსურველს, მთელი დღის განმავლობაში, საშუალება ექნება გაიღოს სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად.

სისხლის დონაციით დაეხმარებით ბავშვთა და მრავალპროფილურ კლინიკებს გადაუდებელი სისხლის საჭიროების მქონე პაციენტების გადარჩენაში.

სისხლის ბანკის საქველმოქმედო კამპანიაში ჩართვის მსურველი მოხალისეები შეგიძლიათ მობრძანდეთ მისამართზე:

ქალაქი სენაკი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა N103, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა.

სისხლის უანგარო დონაციის აქცია – ,,გაიღე სისხლი, მიეცი იმედი: ერთად ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეს”, @სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს მხარდაჭერით და თბილისის მერიის ა(ა)იპ ,,სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის” ორგანიზებით ჩატარდება.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს