- სენაკის მერიამ კლიმატის ჰაკათონში გამარჯვებულ ორ რჩეულ გუნდს – Ecotege და Planet Plat – 6 000 ლარი გადასცა.
ჰაკათონი Climate Hack სენაკის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა.
კლიმატის ჰაკათონში – „ClimateChak 2025”, საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდებისგან შემდგარმა 20 გუნდმა, მენტორებთან ერთად, კლიმატის ცვლილების ინოვაციური გადაწყვეტის იდეებსა და პროტოტიპების დახვეწაზე იმუშავეს.
პანელურ დისკუსიაში – „მწვანე ტრანსფორმაცია მოქმედებაში: სტარტაპები, ტექნოლოგიები და გამოწვევები“, მონაწილეობა მიიღო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფის მდივანმა, დალი ქაჩიბაიამ.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს