ზემო ჭალადიდში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გოლასკური – ზემო ჭალადიდის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით – 631 578 ლარი.

უწყების ცნობით, ასევე – ზემო ჭალადიდის ცენტრიდან საგვიჩიოს მიმართულებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის I და II ეტაპის სამუშაოები, საერთო ღირებულებით – 804 490 ლარი.

პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.