სენაკში 3-დან 6 თებერვლის ჩათვლით,10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

  • საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სამუშაოებთან დაკავშირებით, სენაკში, 3-დან 6 თებერვლის ჩათვლით,10:00-დან 18:00 საათამდე, „ენერგო-პრო ჯორჯიას’’ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ 220 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზზე – „კოლხიდა 1“- ზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს მშვიდობის, ცერცვაძის, კოსტავას, გამსახურდიას, სამტრედიის, ფიროსმანის, ნაფეტვარიძისა და მიმდებარე ქუჩებზე; ასევე, ყოფილი სამხედრო ქალაქის, თეკლათისა და ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულების აბონენტებს.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.