ცესკო-სენაკში ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათისთვის 21,1%-ია

  • სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 21,1%-ია, რაც 486 ხმაა.

ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის: 10:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 101-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. გახსნილია სამი საარჩევნო უბანი, სულ რეგისტრირებულია 2 307 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არ იღებენ. ისინი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. სენაკში, #64 ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საკრებულო დატოვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა.