სენაკი ბავშვთა დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სენაკში, სხვადასხვა სახის საზეიმო და გასართობი ღონისძიება გაიმართება.

14:00 საათი – საზეიმო კონცერტი, მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით – მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზი – სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ორგანიზებით;

14:30 საათიდან – ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, პლენერი, სახეზე ხატვა – ქალაქის ცენტრალური სკვერი (სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორია) – სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით;

15:00 საათი – კონცერტი, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით – ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდი საკონცერტო დარბაზი – სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით;

15:00 საათი – საფეხბურთო ტურნირი, 7- დან 9 წლის ასაკის საფეხბურთო გუნდების მონაწილეობით – სენაკის ცენტრალური სტადიონი ,,ეგრისი“ – სენაკის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ორგანიზებით;

16:00 საათი – მოეწყობა საბავშვო გასართობი ატრაქციები, ქაფის შოუ – ქალაქის ცენტრალური პარკი (მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორია) – მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით;

2 ივნისი. ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის კლუბი:

13:00 საათიდან – სპორტული აქტივობა – ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში;

14:00 საათი – შემეცნებითი-საგანმანათლებლო თამაშები და საზეიმო კონცერტი;

15:00 საათი – მოზარდების მიერ შექმნილი ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული ანიმატორები.